სასწავლო პროექტი
,,ფრთხილად
- ტრეფიკინგი!“
1.პროექტის სახელწოდება:,,ფრთხილად - ტრეფიკინგი!“
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ,რომ ტრეფიკინგი არის
განსაკუთრებით მძიმე დანაშაული,რომელიც დაკავშირებულია უკანონო მიგრაციასთან.აღნიშული
დანაშაული იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
3.აქტუალობა:
საზოგადოებაში მწირეა
ინფორმაცია ადამიანით ვაჭრობის,როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ.ამ დანაშაულში
მსვერპლნი არიან როგორც სოციალურად,ასევე ეკონომიურად დაუცველი ადამიანები.განსაკუთრებით
ასეთი დანაშაულის მსხვერპლი არიან ქალები.
4.მიზანი:
პროექტის მიზანს
წარმოადგენს, რომ მოსწავლეებმა ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლონ ტრეფიკინგის წარმოშობისა
და გამოწვევის ფაქტორები.ასევე მოახდინონ თავიანთ სოციალურ ჯგუფებში ადამინების ინფორმირება
ტრეფიკინგის ,როგორც განსაკუთრებით მძიმე და დასჯადი დანაშაულის შესახებ.იმსჯელონ რა
უნდა გააკეთონ საზღვარგარეთ წასვლამდე,რომ თავიდან აიცილონ არასასურველი შედეგი.
5.მოსწავლეთა ასაკი: IX კლასი
6.პროექტის ხანგრძლივობა:
ერთი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება
შეიქმნას: საფუძვლიანად შეისწავლონ და გაეცნონ ადამიანით ვაჭრობის
მძიმე შედეგებს.იმსჯელონ მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების პრევენციებზე.გააკეთებენ
კედლის გაზეთს სახელწოდებით:,,ფრთხილად - ტრეფიკინგი!“
8.რესურსი: სახელმძღვანელო,ისტ,ფორმატის დიდი ქაღალდი,ფერადი ფანქრები
9.მსვლელობა:
1. თემის შერჩევა
2.საპროექტო ჯგუფის ჩამიყალიბება:მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად.სულ შეიქმნება
სამი ჯგუფი.
პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას თუ რამდენად არის საზოგადოება
ინფორმირებული აღნიშნული დანასაულის შესახებ,ხომ არ ქონია მათ გარშემო მსგავს დანაშაულს
ადგილი,ასევე საქართველოში არსებული სტატისტიკური მონაცემების მოძიება .
მეორე
ჯგუფი შეაგროვებს
მასალას ტრეფიკინგის შესახებ,კერძოდ როგორი კატეგორიის დანაშაულია,სისხლის სამართლის
კოდექსით სასჯელის რა სახეებია გავალისწინებული.რომელი სეათაშორისო დოკუმენტი კრძალავს
ადამიანით ვაჭრობის ფაქტს.ინტერნეტის დახმარებით გააკეთებენ ამონარიდებს ტრეფიკინგის
მსხვერპლტა ისტორიებიდან.
მესამე
ჯგუფი იმუშავებს
კედლის გაზეთის შექმნასა და გაფორმებაზე, სახელწოდებით -,,ფრთხილად - ტრეფიკინგი!“
3.ჯგუფში მოვალეობის გადანაწილება:ჯგუფი აირჩევს ხელმძღვანელს,რომელიც გადაანაწილებს წევრთა
მოვალეობებს.ერთი კვირის ვადაში მათ ევალებათ დაკისრებული მოვალეობი შესრულება.
4.პრეზენტაცია:ერთი
კვირის შემდეგ ჯგუფები თავიანთ ნამუშევრებს წარუდგენენ დაბსწრე საზოგადოებას.
5.შეფასება:გამოვიყენებ შეფასები რუბტიკას.
6.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-სთან კავშირი:სამოქალაქო
განათლება,ისტ.
პროექტის ხელნძღვანელი:
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
ბლოგის მისამართი: